დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ქართველი მოსამართლეები ისევ განმარტებებს ელოდებიან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძითვის გაუგებარია რატომ გამოიყენა ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სახელმწიფომ მის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმი. დიდი ბრიტანეთი საკუთარ გადაწყვეტილებას ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის კორუფციასთან კავშირით ხსნის. თუმცა თავად სანქციებული მურუსიძე ბრალდებას უარყოფს და სანქციებს გარე აქტორების მხრიდან ქართული მმართლსაჯულების სისტემის დამოჩილების სურვილს უკავშირებს.