ნორთენგერის სააბატო , ცნობილი ინგლისელი მწერლის , ჯეინ ოსტინის გოთიკური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1917 წელს გამომცემლობა John Murray-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნში მოთხრობილია სიყვარულისა და სახალისო თავგადასავლების ამბავი 17 წლის პროვინციელ გოგონაზე კეტრინ მორლანდზე, რომელსაც სამყაროზე წარმოდგენა გოთიკურმა რომანებმა შეუქმნა და რომელსაც ყველგან პირქუში საიდუმლოებები და ამოუცნობი დანაშაულები ელანდება. ერთხელაც კეტრინს მდიდარი მეზობლები ეპატიჟებიან ქალაქ ბათის მოსანახულებლად , გოგონას თავდაპირველად მარტოსულად გრძნობს თავს თუმცა მალევე ის გაიცნობს იდუმალ ახალგაზრდას , მისტერ ჰენრი ტილინს , რომელსაც ნორთენგერის სააბატოში ნამდვილი გოთიკური სასახლე აქვს. გოგონა რომელიც დიდ სასიყვარულო თავგადასავალს ეძებს , სულ მალე აღმოაჩენს , რომ გრძნობებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ურთიერთობებში, კლასობრივი სტატუსი და ფულია.
ჯეინ ოსტინის 1775 წლის 16 დეკემბერს სტივენტონში, ჰემფშირში დაიბადა სადაც შვიდ და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. 1783 წელს ჯეინი და მისი და კასანდრა მამამ სასწავლებლად ოქსფორდში გაგზავნა მაგრამ ამავე წლის შემოდგომაზე ორივე შინ დაბრუნდა. მიზეზი ტიფის დაავადება იყო. ამის შემდეგ ისინი სწავლას სახლში განაგრძობდნენ იქამდე, ვიდრე 1785 წელს ქალაქ რედინგის ქალთა სასწავლებელში არ გაგზავნეს, სადაც ასწავლიდნენ ფრანგულ ენას, ქარგვას, ცეკვას, სიმღერას და სამსახიობო ხელოვნებას. თუმცა 1786 წლის დეკემბრამდე გოგონებს სახლში დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი სასწავლებლის მაღალი გადასახადი იყო, რისი შესაძლებლობაც ჯორჯ ოსტინის მრავალშვილიან და მცირეშემოსავლიან ოჯახს არ ჰქონდა.
ჯეინ ოსტინმა და მისმა და-ძმამ განათლების მიღება სახლში, წიგნებიდან დაიწყეს. ჯორჯ ოსტინი არ ჰყოფდა მათ სქესის მიხედვით, ამიტომაც ჯეინი ძმების წიგნებიდანაც ბევრს სწავლობდა. ის იყენებდა როგორც მამის, ასევე ოჯახის მეგობრების ბიბლიოთეკებს.ჯეინ ოსტინს სენტიმენტალიზმის სკოლის უბდალო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინამორბედად მოიხსენიებენ. მისი ლიტერატურული საქმიანობა მეთვრამეტე საუკუნის ბოლო და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობდა. მწერლის პირველი რომანი „გრძნობა და გონება“, 1811 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე მოიპოვა აღიარება. მას მალევე მოჰყვა „სიამაყე და ცრურწმენა“, „მენსფილდ-პარკი“, „ემა“ და სხვა.
ნორთენგერის სააბატო მწელის ერთ-ერთ პირველ ნამუშევარს წარმოადგენს. ჯეინმა მასზე მუშაობა 1798 წელს დაიწყო და ერთ წელში დაასრულა, მაგრამ მხოლოდ 1803 წლის რედაქტირების შემდგომ გააგზავნა ლონდონურ გამომცემლობაში დასაბეჭდად , თუმცა მწერლის შემოქმედების არ ცოდნის გამო კომპანიამ მის გამოცემაზე უარი თქვა. ნაწარმოებმა დღის წინათლე მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ 1817 წელს იხილა.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2024 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერილი ჯი.