ტოვებს თუ არა საკუთარ თანამდებობას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი - Palitra News

ტოვებს თუ არა საკუთარ თანამდებობას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი

2025-04-03 09:25:30+04:00

ტოვებს თუ არა საკუთარ თანამდებობას მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი - უცხოური მედიების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება.როგორც გამოცემა “პოლიტიკოს” წყაროები აცხადებენ, პრეზიდენტი ილონ მასკისა და მისი დეპარტამენტის მუშაობით კმაყოფილია, თუმცა ბოლო დღეებში ორივემ გადაწყვიტა, რომ დროა, მასკი ბიზნესს დაუბრუნდეს და საკუთარ თავზე მრჩევლის არაფორმალური როლი აიღოს. აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც. პრესმდივანმა “პოლიტიკოს” ექსკლუზიურ ინფორმაციას სისულელე უწოდა და განმარტა, რომ ილონ მასკი საკუთარ თანამდებობას ჯერ-ჯერობით არ ტოვებს.