ვაზისუბნის დასახლებაში რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გარჩევაში მინიმუმ, 4 პირი მონაწილეობდა. არსებული ცნობით, 2 ადამიანი, სავარაუდოდ, 2 სხვა ადამიანს თავს დაესხა, რასაც მათი მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. თვითმხილველები ყვებიან რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში შემთხვევის ადგილიდანვე 2 პირი გადაყვანა. მათი მოთხოვნის შესაბამისად, მედიკოსები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ერიდებიან. ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე არსებული კომერციული ობიექტებიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.