პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დღეს განაახლებს. სხდომაზე გამოძიება რამდენიმე საკითხით დაინტერესდება, მათ შორის 2003-12 წლებში დაფიქსირებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით და 2008 წლის აგვისტოს ომით. სხდომაზე დაბარებულები არიან რამაზ ახვლედიანი, გივი თარგამაძე და კახა დაბრუნდაშვილი. გივი თარგამაძე პარლამენტში მისვლას არ აპირებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ქართული ოცნების მიერ შექმნილი კომისია პოლიტიკურ ოპონენტებზე რეპრესიების გატარების ღია მცდელობაა.