ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მესამე მოსმენით მიღების გამო - Palitra News

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მესამე მოსმენით მიღების გამო

2025-04-03 09:21:16+04:00

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მესამე მოსმენით მიღების გამო. ODIHR-ის შეფასებით, ეს კანონი „შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას“ და „სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა“ ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის იმპლემენტაციას“.