შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკული მხარის პოზიციას აფიქსირებს. - ახალმა ადმინისტრაციამ შეინარჩუნა წინა ადმინისტრაციის კრიტიკული ტონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. გამოცემა გლობალ ნიუსისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი აღნიშნავს რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. პრესპიკერი საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე მიუთითებს.