ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა

2025-04-02 19:24:50+04:00

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა თანამდებობა დატოვა.

„ინტერპრესნიუსს“ ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში განაცხადეს, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დღეს განცხადების საფუძველზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ სოსო რამიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა.