თბილისს საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის ,ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგოც ცნობილია წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. ხოლო დაცვის მხარის მტკიცებულებები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ანდრო ჭიჭინაძე და 10 პირი პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს. სასამართლო პროცესს ცარო კირვალიძე ესწრება და თემის დეტალებით შემოგვიერთდება