არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ უკანონო პრაქტიკაზე საუბრობენ - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ უკანონო პრაქტიკაზე საუბრობენ

2025-04-02 15:48:18+04:00

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აქციებზე დაკავებული პირების, მათ შორის ქალების მიმართ უკანონო პრაქტიკაზე საუბრობენ. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და „საქართველოს ევროპული ორბიტის“ წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მსხვერპლი ქალების მონაყოლი, პრაქტიკის გავრცელების მასშტაბი და ინტენსივობა მიუთითებს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა ქალების წინააღმდეგ გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური რეპრესიის, დევნის, დაშინების და დათრგუნვის იარაღი. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქალების სრულ გაშიშვლებას, ასევე, ბუქნების კეთების იძულებას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს