„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, რომელზეც ის არ გამოცხადდა. რას ითვალისწინებს ოპოზიციონერი ლიდერისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, ეკუნა ლემონჯავა გვეტყვის