ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ - სახელისუფლებო გუნდი იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვას გეგმავს, რომლებიც, მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი და დაანონსებული საკონსტიტუციო სარჩელი ოპოზიციას ახალ გამოწვევას უჩენს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების მცდელობით ქართული ოცნება კრემლის ნარატივით მოქმედებს და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებისთვის ემზადება.