რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 74 დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებში 41 დრონი ჩამოაგდო. მათივე განცხადებით, რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი-იმიტატორი ლოკაციურად, უარყოფითი შედეგების გარეშე დაიკარგა. რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვის, დონეცკისა და ოდესის ოლქები დაზარალდა.