სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულ მუშაობას „წინააღმდეგობის პლატფორმის ფორმატში გააგძელებენ, თანამშრომლობის მიუხედავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს. ნაციონალური მოძრაობისა და კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აცხადებენ,რომ ზურაბიშვილისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ელოდნენ სამომავლო გეგმის, აქციებისა და თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე. ვინ უერთდება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ წინააღმდეგობის პლატფორმას და საკითხვები რჩება ოპოზიციაში შეუთანხმებელი?