საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან კრიტიკის ობიექტი იყო საპარლამენტო უმრავლესობამ სამივე მოსმენით მიიღო. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ამერიკული ფარას ანალოგიურ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებას. ქართული ოცნება ახალ კანონების მიღების აუცილებლობას მათ შორის ქვეყანაში უცხო ქვეყნის ინტერესების გავლენის შემცირებით ხსნის. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდი რუსული და ბელარუსული სტილით მოქმედებს.