უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატო-ს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. საკითხზე ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმების ახალ პროექტზე ორივე მხარის იურისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი მინერალების შესახებ შეთანხმებიდან „უკან დახევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი პრობლემები შეექმნება, თუ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამასთან, ტრამპმა განა განაცხადა, რომ უკრაინა „ნატოს“ ვერასდროს გახდება.