საქართველოს პროკურატურამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ამის მიზეზია “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა. ბრალის წარდგენამდე მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პარლამენტის ამ შემადგენლობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და, შესაბამისად, არც დროებით საგამოძებო კომისიას, რომელიც, მისივე შეფასებით, ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.