„საერთო წინააღმდეგობის ფრონტი, მჭიდრო კოორდინაცია დემონსტრანტებთან და მესამე სექტორთან“ - სწორედ ასეთია იმ სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც სალომე ზურაბიშილმა გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გაავრცელა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ უარყოფენ, რომ მეხუთე პრეზიდენტისგან უფრო მეტს, მათ შორის, მომავალი რამდენიმე დღის სამოქმედო გეგმას ელოდებონენ, თუმცა ამავე დროს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, „კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კვლავ ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გზავნილებს „ქართულ ოცნებაშიც“ გამოეხმაურნენ. უმრავლესობის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ზურაბიშვილს გაუგებარი ინიციატივები ჰქონდა.