ევროკავშირის პასუხი აშშ-ს - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირი მზად იქნება აშშ-ის ტარიფების წინააღმდეგ მკაცრი ზომები მიიღოს. ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირის მიზანია, საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა. ლაიენის განმარტავს, რომ ევროკავშირს ძლიერი გეგმა უკვე შემუშავებული აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.