ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა - Palitra News

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

2025-04-01 15:54:03+04:00

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული 10 ახალგაზრდა სპორტსმენი დაჯილდოვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გამარჯვებულებს დიპლომები და სტიპენდიის სერტიფიკატები გადასცეს.