საქართველოს პროკურატურამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. მიზეზი “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობაა. ბრალის წარდგენამდე მანამდე ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს გაეცნო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პალამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს და არც დროებით საგამოძებო კომისიას, რომელიც მისივე შეფასებით ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.