კანონის პროექტი, რომელიც მაუწყებლებს უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს, პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. ე.წ ბრიტანული მოდელის დანერგვით მმართველმა გუნდმა მედიის მისამართით მთელი რიგი ცვლილებები მიიღო. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს ე.წ. FARA-ს ანალოგიური კანონპროექტს. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში კი "ქართულმა ოცნებამ" „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დააბრუნა. სამივე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებები პოლიტიკური განხილვის თემაა.