„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დააინიცირა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და პერსონალური შემადგენლობა მის მიერ უკვე აკრძალული პარტიის საქმიანობის არსსა და შემადგენლობას გაიმეორებს - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დააინიცირა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და პერსონალური შემადგენლობა მის მიერ უკვე აკრძალული პარტიის საქმიანობის არსსა და შემადგენლობას გაიმეორებს - რას აცხადებენ დეპუტატები

2025-04-01 15:44:35+04:00

საკუთარი წინაარჩევნო დაპირების შესასრულებლად „ქართულმა ოცნებამ“ ბიუროს სხდომაზე კანონპროექტი დააინიცირა, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და პერსონალური შემადგენლობა მის მიერ უკვე აკრძალული პარტიის საქმიანობის არსსა და შემადგენლობას გაიმეორებს. მას შემდეგ რაც პარლამენტში შექნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობისა“ და, როგორც თავად ამბობენ, მისი სატელიტი პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი რუსული სტილით მოქმედებს და ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დაკანონებისთვის ემზადება.