თბილისში ბინის ქირა 12%-ით გაიაფდა. „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ წლის თებერვალში, თბილისში ერთ კვადრატული მეტრის გაქირავების ღირებულება საშუალოდ 10.6 დოლარი იყო, რაც გასული წლის ფასზე 12%-ით ნაკლებია. გასულის წლის იგივე პერიოდთან შედარებით შემცირებულია უძრავი ქონების ამონაგებიც 9.1%-მდე, ეს კი 1.4 პროცენტული პუნქტი ნაკლებია შარშანდელზე.