სამსახურის მაძიებელ ერთ-ერთ დიდ პორტალზე ვაკანსიების რაოდენობა თითქმის ყველა ძირითად კატეგორიაში შემცირებულია, მონაცმებს ამის შესახებ PMCG-ი აქვეყნებს. მიმდინარე წლის თებერვალში, jobs.ge-ზე 5 589 ვაკანსია გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიების რაოდენობა თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 8.8%-ით, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით თითქმის 20%-ით შემცირდა. კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიას ჰქონდა. ორგანიზაცია მიმდინარე მონაცემებს 2023-2024 წლების პერიოდს ადარებს, რომლის მიხედვითაც, ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში, წლიურად 1.3%-ით. ასევე ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში, 7.9%-ით და 11%-ით
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.