საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი 1000 ლარამდე მოცულობის კრედიტებზე მოდის. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, სესხების მოცულობის რანჟირების მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემულია 3 558 207 სესხი, საიდანაც 48.22% სწორედ 1000 ლარამდე კრედიტებია. დაახლოებით 30% მთლიანი სესხების 5000 ლარამდე ოდენობის სესხებზე მოდის, 25 ათას ლარამდე სესხების წილი 15,28%-ია, 100 ათას ლარამდე სესხებს დაახლოებით 5% უჭირავს, ხოლო 100 ათასიდან მილიონ ლარამდე სესხების წილი მხოლოდ 1,4%-ია.
რაც შეეხება თანხის მოცულობას, საანგარიშო პერიოდისთვის სესხების რანჟირების მიხედვით სულ გაცემულია 35 მილიარდ 583 მილიონი ლარის კრედიტი.