დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ავრცელებს.
ამავე განცხადების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი რუსული დეზინფორმაციის შესახებ მოხსენებას წარადგენს.
ბრიტანეთის პარლამენტის განცხადებით, აღნიშნულ სესიაზე „დეზინფორმაცია რუსეთის ჩარევისა და საქართველოში ჩატარებული 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების კონტექსტში განიხილება“. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სესია დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება და მასში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას ონლაინ ფორმატში მიიღებს.