„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-8 სხდომა - ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა თუ ოპოზიციასთან ბრძოლის ახალი საშუალება - ამ თემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ამ სხდომებს აქციების გარეშე არ ჩაუვლია. პროტესტის მონაწილეები და ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია ქართულ ჯარს ამტყუნებს და შეურაცხყოფას აყენებს. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილი მოქმედ ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში სდებს ბრალს. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლასა და განადგურებას ემსახურება.