აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2-დან 4 აპრილის ჩათვლით ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება - Palitra News

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2-დან 4 აპრილის ჩათვლით ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება

2025-04-01 09:27:05+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 2-დან 4 აპრილის ჩათვლით ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტებს, მათ შორის, მოკავშირეების მიერ თავდაცვითი ინვესტიციების გაზრდასა და უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა გაავრცელა და განმარტა, რომ შეხვედრის დროს საუბარი ზაფხულში ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტსაც შეეხება.