ბელგიაში ანტისამთავრობო აქციების გამო ავიამიმოსვლა შეწყდა. - ქვეყანაში საერთო-ეროვნული გაფიცვის მონაწილეები მთავრობის მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან. გაფიცვის მიზეზით, ბელგიაში ყველა ავიარეისი შეჩერდა. აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეფერხებით მუშაობდა. ბელგიის მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმის მიხედვით, შეღავათებით ის მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებიც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც მუშაობენ და 35-წლიანი სტაჟი აქვთ. ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლა კი ჯარიმით დაისჯება. უცხოური მედია წერს, რომ ახალი საპენსიო სისტემა დაბალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებისთვის ნაკლებად მისაღებია.