სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს - Palitra News

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს

2025-03-31 21:38:37+04:00

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის სისასტიკე ყოველდღიურად აჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს პუტინი დიპლომატიას. უკრაინის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება და ამისათვის ყველა პარტნიორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანია.