რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო - Palitra News

რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო

2025-03-31 21:05:28+04:00

რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.

ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”.

გარდა ამისა, თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, სტუდენტები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.

რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.