"დგება ხალხის გაზაფხული" - სწორედ ამ სახელწოდებით დღეს, 20:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციონერთა განცხადებით, დღევანდელი თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად 34 წლის წინ ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. კონკრეტულად რა იგეგმება დღევანდელ აქციაზე.