ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი არსებითად განიხილავს. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა შუამდგომლობები უკვე დააყენეს და ამ ამ წუთებში მხარეები შესავალ სიტყვებს ამბობენ. რა შუამდგომლობებზეა საუბარი და რას აცხადებენ ბრალდებისა და დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარეები