ამ წუთებში პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მე-8 სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრების შეკითხვებს ემზარ კვიციანი პასუხობს. დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეულები არიან გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. სხდომის ბოლოს დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთი მსჯავრდებულის ჩართვა. უკვე ცნობილია, რომ ტელეწამყვანი, გიორგი თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, სხდომაზე დაბარების შესახებ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით შეიტყო და არ სურს ჩართული აღმოჩნდეს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის „ძირგამომთხრელ სპექტაკლში“. თარგამაძის ამ განცხადებას უკვე უპასუხა კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.