საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პროტესტს აგრძელებენ, საკუთარ გეგმებზე საუბრობენ. როგორც თავად ამბობენ, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას დღევანდელი აქციის შემდეგ გააცნობენ. როგორც დაკავებულთა მშობლები ამბობენ, ისინი არ აპირებენ, რომ მოცემულ რეალობას შეეგუონ და ყველა საჭირო გზას გამონახავენ, რათა აქციებზე დაკავებული პირები, მათ შორის მათი შვილები გათავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.