"დგება ხალხის გაზაფხული" - სწორედ ამ სახელწოდებით დღეს, 20:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსდა. ოპოზიციის წევრების განცხადებით, დღევანდელი თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად 34 წლის წინ ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ასევე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ აქციაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. კონკრეტულად რა იგეგმება დღევანდელ აქციაზე