კანადაში ყინულის შტორმის გამო ასობით ათას ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა - Palitra News

კანადაში ყინულის შტორმის გამო ასობით ათას ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

2025-03-31 09:26:32+04:00

„როიტერსის“ ინფორმაციით, კანადაში ყინულის შტორმის გამო ასობით ათას ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის, „ჰიდრო უანის“ მონაცემებით, ონტარიოს პროვინციაში ელექტროენერგიის გარეშე 300 000-ზე მეტი ადამიანია დარჩენილი. კანადის გარემოს დაცვის სამსახურმა ყინულის შტორმის შესახებ გაფრთხილებები ოტავაში, კვებეკსა და ონტარიოში გამოსცა. ონტარიოში მდებარე ქალაქ ორილიაში შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვითარება ძალიან სერიოზულია.