დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს

2025-03-31 09:24:55+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იშვიათი მინერალების შესახებ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე უარის თქმა სურს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას არნიშნა, რომ თუ ზელენსკი ამ ნაბიჯს გადადგამს დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სურვილი ნამდვილად აქვს.