ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსული თავდასხმების გეოგრაფია და მისი სისასტიკე ყოველდღიურად აჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს დიპლომატიას ვლადიმირ პუტინი - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსული თავდასხმების გეოგრაფია და მისი სისასტიკე ყოველდღიურად აჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს დიპლომატიას ვლადიმირ პუტინი

2025-03-31 09:24:12+04:00

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსული თავდასხმების გეოგრაფია და მისი სისასტიკე ყოველდღიურად აჩვენებს, თუ რამდენად უგულებელყოფს დიპლომატიას ვლადიმირ პუტინი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდეს. ზელენსკიმ ხაზს უსვამს, რომ მის ქვეყანას საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა სჭირდება და ამისათვის ყველა პარტნიორთან თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ასევე გრძელდება შტატებთან კომუნიკაცია იმის თაობაზე, თუ რა ერთობლივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დასამთავრებლად.