საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე პროტესტს აგრძელებენ, საკუთარ სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ. როგორც თავად ამბობენ, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოებას დღევანდელი აქციის შემდეგ გააცნობენ. როგორც დაკავებულთა მშობლები ამბობენ, ისინი არ აპირებენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას შეეგუონ და ყველა საჭირო გზას მიმართავენ, რათა აქციებზე დაკავებული პირები, მათ შორის მათი შვილები გათავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესები, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.