რუსულმა ძალებმა უკრაინას 172 დრონით შეუტიეს, - უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ოლქებში 94 დრონი ჩამოაგდო. საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ რუსების მიერ გაშვებული 69 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. რუსეთის თავდასხმის შედეგად 3 ოლქი დაზარალდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი დაშავდა.