სტამბოლში საპროტესტო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა, - უცხოური მედიების ცნობით, სტამბოლში თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მიერ ორგანიზებულ მასობრივ საპროტესტო აქციას ასობით ათასი ადამიანი შეუერთდა.
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დემონსტრანტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციაზე 2,2 მილიონი ადამიანი იყო, თუმცა სააგენტო ამ ციფრებს დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. თურქეთში მასობრივი საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება.