პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ელენე ხოშტარიას დაკავებას ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები. ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი საქართველოს პოლიციას რუსული მეთოდებით მოქმედებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდნენ ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის. საკითხს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოც, რომელმაც ოპოზიციონერების, ჟურნალისტების ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივი დაკავება დაგმო.