შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კოალიცია ცვლილებისთის წევრის ელენე ხოშტარიას ინფორმაციას, რომ გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდგომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კოალიცია ცვლილებისთის წევრის ელენე ხოშტარიას ინფორმაციას, რომ გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდგომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2025-03-29 20:38:16+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კოალიცია ცვლილებისთის წევრის ელენე ხოშტარიას ინფორმაციას, რომ გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდგომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ იზოლატორში კანონით დადგენილი პროცედურების გავლისას ხოშტარიამ დაარღვია იზოლატორის შინაგანაწესი, კერძოდ ის უარს აცხადებდა შემოწმებაზე და მას თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელენე ხოშტარია პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლების შესაბამისად დააკავეს. თავად დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფესბუქ პოსტში პოლიციელებს მისი მისამართით ღირსების შემლახავ ქმედებაში ადანაშაულებს.