აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ კონგრესს აცნობა, - CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ზოგიერთ ფუნქციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადაიბარებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი განაცხადეს, რომ სააგენტოს რეორგანიზაცია 1-ელ ივლისამდე დასრულდება. ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ სწორად შესრულებულ საგარეო დახმარებას ეროვნული ინტერესების გაძლიერება შეუძლია, თუმცა USAID-მა თავდაპირველ მისიას დიდი ხნის წინ გადაუხვია.