კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დიღმის მთავარ სამმართველოშია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მისმა ადვოკატმა თეონა ზაქარაშვილმა მოინახულა. უფლებადამცველისთვის უცნობია, ხოშტარიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ მას 48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლებენ. დაკავების დეტალებზე ისაუბრა თავად ელენე ხოშტარიამ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობისა და ღირსების შელახვისა შემთხვევაზე საუბრობს. ელენე ხოშტარია გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტომ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქართული ოცნების მიერ შექმნილ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომას მოჰყვა, 4 პირი დააკავა უწყების ინფორმაციით, დაკავებულ პირებს სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავებიან. კერძოდ, კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და გზის გადაკეტვას.