პარლამენტში ამ ეტაპზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 7 სხდომაა ჩატარებული - საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო პროკურატურამ მიმართვის საფუძველზე სამი პირის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოცხადებაზე უარი განაცხადეს ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა. მათგან კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. დღეს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცეს ძლიერი საქართველოს კიდევ ორმა წევრმა. ეკა გიორგობიანსა და თორნიკე ართქმელაძეს განმარტებების გაკეთება მოუწიათ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ ჩაიბარეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სახელზე მისული წერილი, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მის დაბარებას ეხებოდა.