აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გრენლანდიაში ჩავიდა - Palitra News

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გრენლანდიაში ჩავიდა

2025-03-29 12:55:43+04:00

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გრენლანდიაში ჩავიდა. - უცხოური მედიის ცნობით, ვენსი გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მივიდა. გრენლანდიასთამ დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმაც. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, შეერთებული შტატები გლობალური უსაფრთხოებისთვის გრენლანდიას უნდა ფლობდეს. ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიაზე კონტროლი არამხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობის საკითხია. მის აზრს იზიარებს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. ის აცხადებს, რომ თუ აშშ გრენლანდიით არ დაინტერესდება, მაშინ ამას სხვა ერები გააკეთებენ.