საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი - Palitra News

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

2025-03-29 12:53:53+04:00

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან მემორანდუმი ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დელეგაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს გლობალურ ფინანსურ გარემოში საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, სისტემური რისკების შესამცირებლად, და ფინანსური სტაბილურობის განსამტკიცებლად.